ჩვენს შესახებ
Zesakhli — არქიტექტურულ-სამშენებლო კომპანია, რომელიც ქმნის საცხოვრებელ სივრცეებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ფოკუსია ზუსტი დაგეგმვა, ფინანსური გამჭვირვალობა და უმაღლესი ხარისხი — ამ პრინციპებით ვიმსახურებთ ნდობას 2019 წლიდან.
60+ თანამშრომელი და ქვეკონტრაქტორი ორი ქვეყნიდან
7+ არქიტექტორი და დიზაინერი
5+ ინჟინერი და პროექტის მმართველი
8 გამოცდილი სამშენებლო ჯგუფი.
11,548 მ² უკვე რეალიზებული სივრცე პრემიუმ ხარისხით — პროექტები, რომლებიც აკმაყოფილებს მაღალი სტანდარტების მქონე კლიენტების მოლოდინს.
ვქმნით გამორჩეულ, საცხოვრებელ სივრცეებს, რომლებიც არქიტექტურულად, ემოციურად და ფუნქციურად მორგებულია თითოეულ ადამიანზე.
ჩვენ ვხედავთ ყოველი ადამიანის უნიკალურობას და სწორედ მასზე ვარგებთ კონცეფციას, დიზაინს, მასალას და ინჟინერიას.
ჩვენი მისია
პროფესიონალიზმი
Zesakhli მუშაობს დეტალურ ანალიზზე დაყრდნობით, მკაფიო პროცესით და მაღალი ხარისხის შესრულებით. ყველა პროექტი ხორციელდება პროფესიული სტანდარტის, ზუსტი დაგეგმვისა და ინჟინრული გათვლების საფუძველზე.
შინაარსი სირცეში
Zesakhli ქმნის ისეთ სახლებს, რომლებიც ატარებენ აზრს და ემსახურებიან ადამიანის ყოველდღიურ კეთილდღეობას. დიზაინი და არქიტექტურა გამოხატავს ინდივიდს და მისი ცხოვრების სტილს.
პასუხისმგებლობა და სანდოობა
პროექტები სრულდება იმავე სიზუსტითა და ყურადღებით, როგორც იწყება. გუნდი ყოველ ნაბიჯზე ასახიერებს სიტყვასა და საქმეს შორის თანხვედრას. Zesakhli ქმნის ისეთ სახლებს, რომლებიც ატარებენ აზრს და ემსახურებიან ადამიანის ყოველდღიურ კეთილდღეობას. დიზაინი და არქიტექტურა გამოხატავს ინდივიდს და მისი ცხოვრების სტილს.
ინტეგრირებული მიდგომა
Zesakhli აერთიანებს არქიტექტურულ, საინჟინრო, ინტერიერის და სამშენებლო კომპონენტებს ერთ უწყვეტ სისტემაში. მომხმარებელი იღებს სრულყოფილ მომსახურებას ერთი კოორდინირებული გუნდისგან.
სივრცეები იქმნება როგორც ფუნქციური, ისე პროფესიულად გააზრებული პასუხი მფლობელის საჭიროებებზე.
პროექტის შექმნისას ჩვენ ვუსმენთ დამკვეთს, ვაანალიზებთ მის სურვილებსა და კონტექსტს, ხოლო ამ პროცესის საფუძველზე ვთავაზობთ გადაწყვეტას, რომელიც აერთიანებს პროფესიულ ხედვასა და ინდივიდუალურ მოლოდინებს. ეს არის დიალოგი გამოცდილებასა და სურვილს შორის — სადაც ორივე მხარე კონტრიბუტორია სივრცის შექმნის პროცესში.
ჩვენი ღირებულებები
არჩილ ხელაძე I CEO & HEAD ARCHITECT & SCULPTOR
როდესაც პორტრეტს ვხატავ, ბოლოს პატარა დეტალები და შუქ-ჩრდილები ყველაფერს ცვლის — ის ცოცხლდება. სახლიც ასეთია — თუ ზუსტად და ყურადღებით მიუდგები, სივრცე გაცოცხლდება.
ინტეგრირებული მომსახურება
Zesakhli აერთიანებს არქიტექტურას, მშენებლობას, ინტერიერის დიზაინს და საინჟინრო გადაწყვეტილებებს ერთ გუნდში — რაც უზრუნველყოფს პროექტის ყველა ეტაპზე კოორდინირებულ პროცესს, შედეგზე ორიენტირებულობას და მინიმალურ ხარვეზებს.
ფინანსური გამჭვირვალობა და კონტროლირებადი ბიუჯეტი
Zesakhli სთავაზობს Cost-Plus და ჰიბრიდულ კონტრაქტებს, დეტალურ ხარჯთაღრიცხვას და მაქსიმუმ ±5% ბიუჯეტური გადახრის მაჩვენებელს. თითოეულ კლიენტს ეძლევა სრული ფინანსური პროგნოზი და პროგრესის ანგარიშები.
საინჟინრო გადაწყვეტები და ხარისხის სტანდარტი
მათ შორის გამორჩეულია ზესახლის შექმნილი ვენტილაციის სისტემა AirPure.ge, რომელიც აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს 25%- ით. კომპანია იყენებს ჭკვიან სისტემებს, ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს.
მასალების ოფიციალური დისტრიბუცია და მაღალი ხარისხის რესურსები
Zesakhli არის სამშენებლო და სარემონტო მასალების, მათ შორის მიკროცემენტის, ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. აქვს პარტნიორობა 10-ზე მეტ ევროპულ ავეჯისა და მასალების ბრენდთან და აწარმოებს ინდივიდუალურ ავეჯსაც — რაც უზრუნველყოფს ხარისხს, ხელმისაწვდომ ფასს და მიწოდების სისწრაფეს.