სივრცე, რომლის ყველა ნაწილი ერთიანობაშია
ჩვენ ვაერთიანებთ არქიტექტურას, ინტერიერის და ავეჯის დიზაინს, მშენებლობას, და საინჟინრო გადაწყვეტილებებს ერთ გუნდში — რაც უზრუნველყოფს პროექტის ყველა ეტაპზე კოორდინირებულ პროცესს და მაღალი ხარისხის შესრულების სტანდარდებს.
პროექტი: Residencia d'Arte თბილისში
200 კვ. მ² ფართის აპარტამენტში, ქ. თბილისში, შევქმენით ფუნქციურად გააზრებული შიდა სივრცე მთელი ოჯახის სურვილების გათვალისწინებით — 3 სრულფასოვანი საძინებლით. განვახორციელეთ შიდა სივრცის სრული ტრანსფორმაცია: შიდა არქიტექტურა; ინდივიდუალური დიზაინ პროექტი; სარემონტო სამუშაოები; ექსკლუზიური ობიექტების შექმნა - ავეჯი და არტ ნამუშევრები.
პროექტი დასრულებულია: 2024 წელს.
პროექტი: Fachwerk სახლის ხელახალი დაბადება
854 მ² სახლი აშენებულია გერმანული Fachwerk ტექნოლოგიით — მთლიანად ხის კონსტრუქცია, რომელიც დგას ხის სვეტებზე, დიდი რაოდენობით ვიტრაჟული ფანჯრებით. თავდაპირველად გათვლილი იყო 3 საძინებელზე, თუმცა საჭირო გახდა სივრცის სრულფასოვანი გადანაწილება ოჯახის მოთხოვნების შესაბამისად. ახალი ტერასის აგება.
სველი წყაროების გამო წყალი აღწევდა ფუნდამენტში — საჭირო გახდა საფუძვლის იზოლაცია და გამაგრება, ასევე გამაგრებული საყრდენი კედლის მოწყობა. შესრულდა სრული შიდა არქიტექტურული და დიზაინ-პროექტი და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. დამატებითად აშენდა ახალი ტერასა.
პროექტი დასრულებულია: 2021 წელს.
პროექტი: Form & Soul ბათუმში
ბინა მდებარეობს ბათუმში. თავდაპირველად საცხოვრებელი ფართი შეადგენდა 110 მ²-ს, ხოლო დამატებით 144 მ² უკავშირდებოდა ღია ტერასას. კლიენტის სურვილის შესაბამისად, სივრცის მოცულობა გადანაწილდა: საცხოვრებელი ფართი გაიზარდა 178.5 მ²-მდე, ხოლო ტერასა შემცირდა 75.5 მ²-მდე — რაც სივრცეს უფრო ფუნქციურსა და დაბალანსებულს ხდის.
პროექტი დასრულებულია: 2023 წელს.
პროექტი: შიდა ეზო - სახლის გული, ნაფეტვრებში
600 კვ. მ² ფართის მიწის ნაკვეთზე შეიქმნას ფუნქციურად გააზრებული, მყუდრო საცხოვრებელი სახლი ნაფეტვრების ბუნებრივ გარემოში, რომელიც:
უზრუნველყოფს სიწყნარეს და ინტეგრაციას ბუნებასთან
მოიცავს 3 საძინებელს, 2 ფარეხს.
პროექტი: სივრცე Old City Panorama-ს კომპლექსში
75 კვ. მ² ფართის სივრცეში, ქ. თბილისში, Old City Panorama-ს კომპლექსში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები, Zesakhli-ის ამოცანა იყო უკვე არსებულ დიზაინ-პროექტზე დაყრდნობით ფუნქციურად გააზრებული და მყუდრო საცხოვრებელი სივრცის რეალიზაცია. დიზაინ პროექტის ავტორი: ქალბატონი ლარისა რომონოვა.
პროექტი დასრულებულია: 2024 წელს.
პროექტი: დროის ხაზებზე
2500 მ² ფართის საცხოვრებელი შენობის რეკონსტრუქცია და რესტავრაცია. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური ამოცანა — ეს არის არქიტექტურული პასუხისმგებლობის და შთაგონების აქტი, სადაც ძველი სტილი ახალ სიცოცხლეს იძენს თანამედროვე კომფორტთან და სტანდარტებთან შერწყმით.
პროექტი დასრულებულია: 2022 წელს.
პროექტი: The Crafted Residence
1200 მ² არსებული სახლის რეკონსტრუქცია:
ფასადების განახლება და გადაკეთება
ჭერის სისტემის შეცვლა
დიზაინის იდეის განხორციელება კლასიკურ სტილში
ხელით შესრულებული სამუშაოების განხორციელება და არტ-ობიექტების შექმნა,
პროექტი დასრულებულია: 2019 წელს.