პროექტი: Form & Soul ბათუმში
ძირითადი ამოცანა
ბინა მდებარეობს ბათუმში. თავდაპირველად საცხოვრებელი ფართი შეადგენდა 110 მ²-ს, ხოლო დამატებით 144 მ² უკავშირდებოდა ღია ტერასას. კლიენტის სურვილის შესაბამისად, სივრცის მოცულობა გადანაწილდა: საცხოვრებელი ფართი გაიზარდა 178.5 მ²-მდე, ხოლო ტერასა შემცირდა 75.5 მ²-მდე — რაც სივრცეს უფრო ფუნქციურსა და დაბალანსებულს ხდის.
ახალი დაგეგმარება მოიცავს: მისაღებ ზონას, სამზარეულოსა და სასადილოს, შემოსასვლელს, სველი წერტილებს, სამრეცხაო ოთახს, ორ საძინებელს და მასტერ-საძინებელს სველი წერტილითა და გარდერობით.
ინტერიერის ფერებში ჭარბობს ღია და ნათელი ტონალობები. მთლიანობაში სივრცე თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა დეტალებში ინტეგრირებულია კლასიკური ელემენტები:
ფრანგული ხის პარკეტი „ზიგზაგის“ საფენით — რომელიც ყოველთვის აქტუალურია;
ინდივიდუალურად შერჩეული კარების დიზაინი;
დაბერებული ოქროსფერი დეტალები: სივრცის გამყოფი ელემენტი, სამუშაო მაგიდა, გარდერობის თაროები და სველ წერტილში გამოყენებული მოზაიკა.
საბოლოოდ შეიქმნა დახვეწილი ბინა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე დიზაინის სისუფთავესა და კლასიკურ ელეგანტურობას. ინტერიერი გადმოსცემს სივრცის კულტურულ და ესთეტიკურ ღირებულებას — ბალანსს ფუნქციონალსა და დახვეწილობაში, რომელიც ერთნაირად მისაღებია როგორც კლიენტისთვის, ისე არქიტექტორისთვის.