პროექტი: Repin Estates

ძირითადი ამოცანა

სახლი მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, საზაფხულო დასახლებაში. ტერიტორიის განლაგება მოწესრიგებულია, ინფრასტრუქტურა განვითარებული, ლანდშაფტი კი — მარტივი. ამ პირობებიდან გამომდინარე, პროექტირებისას არ არსებობდა არანაირი შემზღუდავი ფაქტორი. სახლის ძირითადი გეგმა ერთ დონეზეა განთავსებული და მოიცავს: მისაღებ ოთახს, სასადილო ზონას, სამზარეულოს, მასტერ-საძინებელს, დასასვენებელ ოთახს, სველ წერტილებს, ავტოფარეხს, ბოილერის ოთახსა და რამდენიმე სათავსოს. სახლის მთელ სიგრძეზე გადაჭიმულია ტერასა, რომელიც ღია ბუხრის ხარჯზე კომფორტულად გამოიყენება წლის ნებისმიერ დროს.

ნაკლები — ნიშნავს მეტს

სატრაპეზოს ჰოლი გაწვდილია კიბისკენ, რომელიც მიგვიყვანს მეორე სართულზე, სადაც განთავსებულია კიდევ ერთი მისაღები, სამი საძინებელი, სველი წერტილი და სათავსო. მეორე სართულის მთავარი უპირატესობაა უზარმაზარი ღია სივრცე — სახურავი, რომელიც ტერასასთან ერთად ქმნის იდეალურ ადგილს ღია წვეულებების მოსაწყობად.

დამატებით, ნაკვეთზე დავაპროექტეთ მეორე ნაგებობა, რომელიც მთლიანად განკუთვნილია სპა ზონისთვის — აუზი, საუნა, დასასვენებელი ოთახი, ღია და დახურული ტერასები გაერთიანებულია ერთ სივრცეში.

Working drawings

First site visit

Groundworks

Previous
Previous

Residencia d'Arte

Next
Next

SKOLKOVO