პროექტი: Residencia d'Arte თბილისში
ძირითადი ამოცანა
200 კვ. მ² ფართის აპარტამენტში შევქმნათ ფუნქციურად გააზრებული შიდა სივრცე მთელი ოჯახის სურვილების გათვალისწინებით — 3 სრულფასოვანი საძინებლით.
განვახორციელოთ სარემონტო სამუშაოები და მოვახდინოთ დიზაინ-კონცეფციის ზუსტი რეალიზაცია, რაც მოიცავს სკულპტურულ და არტ ობიექტებს ინტერიერში.
აივნის და გარე სივრცის დაკავშირება შიდა სივრცესთან - ადგილი თბილისის განსაკუთრებული ხედით გამოირჩევა. მაქსიმალური კლიმატური და მიკროკლიმატური კომფორტის უზრუნველყოფა.
შიდა სივრცის სრული ტრანსფორმაცია
ბინის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზემო ვერა
პროექტი დასრულებულია: 2024 წელს.
ფართი: 200 მ².
საცხოვრებელი ფართი — 150 მ²
ტერასები — 56 მ²
ოთახების რაოდენობა — 5
სივრცე აგებულია მინიმალისტურ არქიტექტურასა და
თანამედროვე ხელოვნების დეტალებზე
ყურადღება გამახვილებულია ბუნებრივ განათებაზე, რბილ ტექსტურებზე და ხაზების სისუფთავეზე.
მწვანე კედლებითა და კუპიდონის გრაფიკული გამოსახულებით — სივრცე გამოხატავს რომანტიკულ განწყობას. შავი საწოლის თავი და გამჭვირვალე სკამი სივრცეს მატებს ურბანულ ელეგანტურობას და ამავდროულად ინარჩუნებს ვიზუალურ სიმსუბუქეს.
საძინებელში ინდივიდუალური დიზაინით შექმნილია ლითონის საწოლი და განათების გადაწყვეტილებები
ინდივიდუალური დიზაინით
შექმნილია საწოლი და სავარძელი
მკვეთრი ფორმებით, ქანდაკების მსგავსი ელემენტებით და ფერების ფრთხილი თამაშით იქმნება ჰარმონიული გარემო თანამედროვე ადამიანისთვის.
მოქნილი ფორმის საწოლის თავი — ცეცხლის ალებს მოგვაგონებს, და თვით ხე ვიზუალურად წარდგენილია იაპონური ტექნოლოგიით. მის არსში დევს “დამწვარი ხის” იდეა. სივრცეს ენერგიასა და დინამიკას მატებს. სავარძელი განხორციელებულია ტრადიციულ-მინიმალიზმის სტილში.
აბაზანანაში გამოყენებულია მაღალი ხარისხის მიკროცემენტი
მყუდრო განათება ქმნის ინტიმურ ატმოსფეროს, რომელიც ყოველდღიურობას გადაქცევს მცირე რიტუალად.
გამოყენებულია მაღალი ხარისხის მიკროცემენტის საფარი, რაც არა მხოლოდ ვიზუალურად დახვეწილია, არამედ პრაქტიკული და გამძლეა ტენიანობის მიმართ.
მომზადების ფაზა
ეს ფაზა გვაძლევს სივრცის სიღრმისეულ გააზრებას, ამცირებს რისკებს და ქმნის მყარ საფუძველს ზუსტი დაგეგმარებისა და შესრულებისთვის..
შიდა კედლების გაშენება გაზობლოკებით
ვენტილაციის სისტემის დამონტაჟება და HVAC კომუნიკაციის გადატანა
The heating system, water supply, sewage and drain system installation
ბეტონის სტიაჟკის მოწყობა. კარ-ფანჯრების გამოცვლა. ჭერის მოწყობა თაბაშირმუყაოს სისტემით.
კედლების შელესვა მაღალი ხარისხის მასალებით.